დეკემბრის თვის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1733288188
ფაქტობრივად, ამ ადამიანმა მოსამართლის ნებისმიერი სტანდარტი დაარღვია და პოლიტიკურ სპიკერად იქცა, თან რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამხმოვანებლად, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„მოსამართლის ოჯახის წევრისგან „ქართული ოცნების“ მილიონ 120 000 ამომრჩევლის წყევლა ვიხილეთ, მათ შორის, ოჯახის წევრების ჩათვლით. ასეთ ლიბერალურ ფაშიზმთან როდესაც გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში ლოგიკური კითხვები ჩნდება, ხომ არ იყო ეს პოლიტიკური მიზნებიდან ნაკარნახევი გადაწყვეტილება? მოსამართლის მხრიდან არანაირ სამართლებრივ მსჯელობას არ ჰქონია ადგილი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებით, №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნო უბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნის შედეგი გაუქმდა. საარჩევნო ადმინისტრაციამ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.