პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,ომის 31-ე დღეს ღიად გაცხადდა თუ რას და რატომ ,,გვსაყვედურობს" უკრაინას ხელისუფლება, რას და რატომ ,,გვსაყვედურობს" რუსეთის მე-5 კოლონა და ,,ნაციონალური მოძრაობა" - ეს რუსეთთან ომის არ დაწყება, მეორე ცხელი წერტილის არ გაჩენა.” ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას.
როგორც ბოჟაძე წერს, უკრაინას აქვს ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის სრული პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. ორი სახელმწიფოს და ხალხის მრავალწლიან მეგობრობას საფრთხეს ვერავინ შეუქმნის!
,,ომის 31-ე დღეს ღიად გაცხადდა თუ რას და რატომ ,,გვსაყვედურობს" უკრაინას ხელისუფლება, რას და რატომ ,,გვსაყვედურობს" რუსეთის მე-5 კოლონა და ,,ნაციონალური მოძრაობა" - ეს რუსეთთან ომის არ დაწყება, მეორე ცხელი წერტილის არ გაჩენა, საქართველოს ქალაქებისა და სოფლების განადგურებისგან გადარჩენას და ჯარისკაცებს, პოლიციელებს და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს ,,გვსაყვედურობენ". დღეს მხოლოდ რუსეთის და მე-5 კოლონის ინტერესებშია რუკაზე მეორე ცხელი წერტილის გაჩენა, რას არც საქართველო და არც დასავლეთი არ დაუშვებს. უკრაინას აქვს ჩვენი ხელისუფლებისა და მოსახლეობის სრული პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა, აქვს და მუდამ ექნება, ორი სახელმწიფოს და ხალხის მრავალწლიან მეგობრობას საფრთხეს ვერავინ შეუქმნის! “ წერს ბოჟაძე Facebook-ზე.