1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „იმედი“ - ს დაკვეთით, gorbi – ს მიერ ჩატარებულ კვლევებს ეხმიანება.
„ტელეკომპანია ,,იმედი"-ს დაკვეთით, Gorbi-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევაში მოსახლეობამ საქართველოში მიმდინარე მოვლენების და საკუთარი საზოგადოებრივ/პოლიტიკურ შეხედულებებს შესახებ საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა:
„საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში" - 76,5 % ამ მსჯელობას ეთანხმება, 19,6 % არ ეთანხმება, 3,9 %კი პასუხობს - არ ვიცი "საქართველო იმიტომ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, რუსეთი მაინც დაიწყებს ომს საქართველოში" - ეთანხმება გამოკითხულთა მხოლოდ 21,1 %, არ ეთანხმება 69,5 % და 9,4 % პასუხობს რომ არ იცის "ქართული ოცნების“ მთავრობის ქმედებებს და გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხში" - ეთანხმება 67,7 %, 26,3 % არ ეთანხმება, 6%-მა არ იცის "საქართველო არ უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან რუსეთთან ომი საქართველოს ისეთივე მძიმე ზიანს მიაყენებს, როგორც უკრაინას" - ეთანხმება 75,9 %, არ ეთანხმება - 20 %, 4,1 %-მა არ იცის "საქართველო უნდა ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, რადგან არსებულ ვითარებაში გვაქვს რუსული ჯარის დამარცხებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების შესაძლებლობა" - ეთანხმება 22, 7 %, არ ეთანხმება 71 %, და 6,3 %-მა არ იცის საქართველოს ტელესივრცეში ნდობის მაჩვენებელში კვლავ ლიდერობს "იმედი" 32 %, შემდეგ მოდიან: „რუსთავი 2“ -12,7 %, „მთავარი არხი“ - 11 %, „ტვ პირველი“ -7,8 %, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - 4,5 %, „პოსტივი“ - 3,5 %, „ფორმულა“ -1,9 %, „მაესტრო“ - 1,8 %, „პალიტრა“ - 1,6 % - წერს ბოჟაძე facebook - ზე.