ვლადიმერ ბოჟაძე და კონსტანტინე ზარნაძე გლდანში მოსახლეობას შეხვდნენ

ბოჟაძე

გლდანის რაიონში, მე-5 მიკრორაიონში „ქართული ოცნების“ დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე ამომრჩეველს შეხვდნენ.

მათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ადგილობრივების პრობლემების შესახებ ისაუბრეს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას პარტიის სამომავლო გეგმები გააცნეს.