ვხედავთ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს - შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიანეს შესახებ

შალვა პაპუაშვილი

"ვხედავთ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს. ამიტომ, ითქვა კიდევაც რა დაემართება ამ რეზოლუციებს. არანაირი ფასი ჩვენთვის არ აქვს", - პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვას ეხმაურება, რომლის მთავარი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიანეა.

"როდესაც ანგარიშს ამზადებს ადამიანი, რომელსაც აქვს ფაშისტური განცხადებები საქართველოსთან დაკავშირებით, შეგახსენებთ, რომ მან თქვა, რომ ინფექციაა "ქართული ოცნება" და ეს არის ფაშისტური განცხადება. მეორე თქვა, რომ ქართველი ხალხის ბრალია, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ხმას აძლევს. ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლის თავზე, ვხედავთ ადამიანს ევროპარლამენტში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით აკეთებს ფაშისტურ განცხადებებს. ამიტომ, ითქვა კიდევაც, რა დაემართება ამ რეზოლუციებს. არანაირი ფასი ჩვენთვის არ აქვს, ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.