+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ცაჰკნა არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებაზე, სადაც ცაჰკნა მოუწოდებს ევროკავშირს, დაიწყოს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.
„ეს კონკრეტული კაცი იმდენად არასერიოზულია, რომ მასზე ვერ გავაკეთებ სერიოზულ კომენტარს. ვიზალიბერალიზაციას რაც შეეხება, აქ რაიმე ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. ეს არის „დიფ სთეითის“ დავალების ერთ-ერთი შემსრულებელი, რომელიც ახმოვანებს ხოლმე, თავისი აზრით, დამაშინებელ გზავნილებს, თუმცა ამით საზოგადოება, არცერთი გასული წლის განმავლობაში არ შეშინებულა და არც მოგვიანებით შეშინდება. ცაჰკნამაც საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედოს. აბსოლუტურად არარელევანტურია დღეს ეს საკითხი, უბრალოდ რაღაც კონკრეტული დავალებაა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა შეასრულა ესტონეთში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.