ვისაც შეუძლია, დაიჯეროს, რომ რუსებთან ვიყავი შეკრული და ამიტომ ამოვაძუებინე კუდი თბილისთან 2008-ში, იმას უკვე ვეღარცერთი კლინიკა ვერ უმკურნალებს - მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციასთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.

როგორც სააკაშვილი წერს, მისი წინა პოსტი სინამდვილეში იმაზეა, რომ „ვარდების რევოლუცია“ თავიდან ბოლომდე ქართული მოვლენა იყო.

„ამ პოსტზე, ქოც-პროპაგანდისტებმა ატეხეს – აი, რუსებმა დასვეს მიშაო. სინამდვილეში კი ეს პოსტი იმაზეა, რომ „ვარდების რევოლუცია“ თავიდან ბოლომდე ქართული მოვლენა იყო და აღმოჩნდა სიურპრიზი როგორც რუსებისთვის, რომელთა საგარეო მინისტრი უბრალოდ გზააბნეული ლოთის ამპლუაში მოგვევლინა, ასევე ამერიკელებისთვის და ჩვენ თვითონ ვართ ძალიან მაგრები.
აი, ვისაც შეუძლია, რომ დაიჯეროს, რომ მე რუსებთან ვიყავი შეკრული და ამიტომ ამოვაძუებინე კუდი თბილისთან 2008-ში, კანონიერ ქურდებთან ვიყავი შეკრული და ამიტომ ამოვძირკვე ისინი, თვითონ ნარკომანი ვიყავი და ამიტომ ამოვძირკვე ნარკომანია, იმას უკვე ვეღარცერთი კლინიკა ვერ უმკურნალებს“, – წერს სააკაშვილი.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი კვლავ აქვეყნებს თავის პოსტს, რომელიც 24 ნოემბერს გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა – „რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული იყო, ამერიკელები გვეწინააღმდეგებოდნენ, პირველმა რევოლუცია იგორ ივანოვმა აკურთხა“.

✕