,,ვინც ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ტერმინი სამხრეთ ოსეთი გააჩინა, ოკუპანტს აძლიერებდა, ამიტომ ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვანია”- რატი იონათამიშვილი

რატი იონათამაშვილი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია" უქმდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იმსჯელებენ.

უმრავლესობაში, კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამენ ინიციატივის მნიშვნელობას და "ნაცმოძრაობის" ბრალეულობაზე საუბრობენ, ოპოზიცია კი ცვლილებას სკეპტიკურად უყურებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებით საკანონმდებლო სივრცე იწმინდება.

"ქართულ საკანონმდებლო სივრცეში თავის დროზე ვინც გააჩინა ტერმინი სამხრეთ ოსეთი, ის ოკუპანტს აძლიერებდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს ინიციატივა. ჩვენ ფაქტობრივად იმ ცვლილებებს, რომელიც "ნაცმოძრაობამ" შეგნებულად ჩაიდინა თავის დროზე, ამ ყველაფრისგან ვწმენდთ და ვასუფთავებთ ჩვენს საკანონმდებლო სივრცეს.

შემთხვევითი არ არის მათი მხრიდან არც ამ ტერმინის შემოღება და არც ღალატის მუხლის ამოღება საქართველოს კანონმდებლობიდან," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.