ვინმემ უთხარით თურქებს, რომ საკონსტიტუციოსკენ დაიძრან, მინდა ნადარაია ვნახო კუდამოძუებული - ანა წითლიძე

ანა წითლიძე

ვინმემ უთხარით თურქებს, რომ საკონსტიტუციოსკენ დაიძრან. მინდა ნადარაია ვნახო კუდამოძუებული, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩზე სამი პოლიციელი დაშავდა, 16 ადამიანი კი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გულშემატკივრებმა სტადიონის ინფრასტრუქტურა დააზიანეს და სამართალდამცველებს სკამები ესროლეს. უწყების განცხადებით, პოლიციამ ძალადობის შესაჩერებლად სპეციალური საშუალება გამოიყენა. სამინისტრო უარყოფს უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება პალესტინის მხარდამჭერი დროშებისა და ბანერების გამოფენას უკავშირდებოდა.

✕