ვინ არის გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა

გია ლორთქიფანიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ  გია ლორთქიფანიძე დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძე საქართველოში, წინა ხელისუფლების დროს, შსს-ს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამის შემდეგ, ლორთქიფანიძეს უკრაინაში ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა, აღნიშნული პოსტი მან, თანამდებობაზე დანიშვნიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2016 წელს დატოვა. 

რას ედავება უკრაინაში დაწინაურებულ პირს საქართველოს პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ  გიორგი ლორთქიფანიძე, სხვა პირებთან ერთად, 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე, ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.