ვინ არ დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონპროექტს მხარი უმრავლესობიდან

parlamenti

ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტმა კენჭისყრაზე პირველი მოსმენით მიიღო. მმართველი გუნდიდან კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს დავით სერგეენკომ, ქეთევან დუმბაძემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და ირაკლი მეძმარიაშვილმა.

კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 13 წინააღმდეგი იყო. 

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ დეპუტატების - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც პლენარული სხდომა დასრულდა და აქციის მონაწილეთა ნაწილმა გადაინაცვლა პარლამენტის იმ შესასვლელებისკენ, საიდანაც დეპუტატებმა უნდა დატოვონ საკანონმდებლო ორგანო.

აქციის მონაწილეები მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს აპროტესტებენ. პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ცოტა ხნის წინ, პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.