რა უნდა ვიცოდეთ, თუკი ცრემლსადენი გაზით მოვიწამლეთ

სპეცრაზმი

პარლამენტთან, აქციის მონაწილეები სამართალდამცველების კორდონის გარღვევას ცდილობენ, არის შეხლა-შემოხლა.

პარლამენტთან ასასვლელი ქუჩა პოლიციას და სპეცრაზმს აქვს გადაკეტილი.

პარლამენტთან ვითარება დაძაბულია, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

რა უნდა ვიცოდეთ, თუკი ცრემლსადენი გაზით მოვიწამლეთ

თან იქონიეთ წყალი ან ფიზიოლოგიური ხსნარი წიწაკის სპრეის გამოყენების შემთხვევაში, თვალების დასაცავად  
წყლის ჭავლის გაშვების შემთხვევაში, შებრუნდით ზურგით, მოიხარეთ, დახუჭეთ თვალები და ხელები აიფარეთ ცხვირისა და პირის წინ ისე, რომ ჰაერი საკმარისი გქონდეთ და სუნთქვა შეძლოთ.

თუ ვარაუდობთ, რომ ცრემლსადენ გაზს გამოიყენებენ, დადექით ქარის მიმართულების საწინააღმდეგო მხარეს, თუ გაზის ყუმბარა თქვენთან დავარდა, რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცით პოლიციისგან მოშორებით და ეცადეთ მაქსიმალურად ცოტა ისუნთქოთ.

ცრემლსადენი გაზის გაშვებისას არ ჩავარდეთ პანიკაში. როცა გაიგებთ სროლის ხმას აიხედეთ ზემოთ და ეცადეთ მოერიდოთ იმ ადგილს, სადაც გაზის ყუმბარა დავარდება. ხშირად ყუმბარები ჰაერშივე ფეთქდება, რის გამოც ის ცხელდება ამიტომ არ შეეხოთ მას.

თუ კონტაქტურ ლინზებს იყენებთ, შესაძლოა გაზი თვალსა და ლინზას შორის მოხვდეს, რაც გაღიზიანებას გამოიწვევს. ამიტომ სასურველია სათვალე გეკეთოთ.