ვიკა ფილფანი: მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატია კვლავ პირველი იარაღი იყოს, რომელსაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობისთვის გამოიყენებენ

ვიკა ფილფანი

მსოფლიოში დღეს საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 21-ე საუკუნეში დიპლომატია კვლავ პირველი იარაღი იყოს, რომელსაც სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობისთვის გამოიყენებენ და არა ომს ან სისხლისღვრას, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისი თქმით, ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს შორის რაიმე ტიპის მოლაპარაკება ან რაიმე ტიპის დიალოგი თუ შედგება, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს, პარტიას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

„არცერთი წყარო არ მინახავს, სადაც ევროკავშირის მთავარი შიში იყოს, რომ ეს შეთანხმება ევროკავშირის გარეშე მიიღწევა.ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმება თუ მიიღწევა ისე, რომ ყველა მხარის ინტერესები დაცული იყოს, ამისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.