დღეიდან ბაღებში ახალი სისტემა ამოქმედდება
1768436070
ამერიკელი სენატორი მაიკ ლი ეხმიანება კონგრესში კენჭისყრაზე გატანილ საკანონმდებლო შესწორებას, რომელიც „დემოკრატიის განვითარების ფონდისთვის“, ანუ NED-ისთვის დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებდა.
შესწორებას კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს, მათ შორის არც 81-მა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.
„მშრომელი ამერიკელების ფულს არ უნდა ვაძლევდეთ იმ მემარცხენე ორგანიზაციებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყველაფერს, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს. ფედერალური ბიუჯეტის გაფლანგვა უნდა შეწყდეს, მათ შორის უნდა შეწყდეს ისეთი საშინელი ორგანიზაციის დაფინანსება, როგორიცაა „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“, - განაცხადა ლიმ.
NED-ის დაფინანსების მოწინააღმდეგე კანონმდებლები აცხადებენ, რომ დემოკრატიის განვითარების ფონდი მემარცხენეთა ცენზურისა და პროპაგანდის მანქანაა, რომელიც ამერიკელი ხალხის ფულით არ უნდა ფინანსდებოდეს.
„დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა“ სახელი უნდა შეიცვალოს და დაერქვას „ცენზურის ეროვნული ფონდი“. NED-ი არის აბსოლუტური ფარსი და ხალხის ფული მასზე არ უნდა იხარჯებოდეს“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ კანონპროექტის განხილვისას.