ვიკა ფილფანი: ხალხი, რომელიც დღეს არჩევნების გზით ავტორიტარული რეჟიმის შეცვლაზე საუბრობს, 2025 წელს არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდა

ვიკა ფილფანი

უნგრეთი კარგი მაგალითია უნგრეთისთვის, რომ არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენს გუნდს უნგრეთის და სხვა ქვეყნების მაგალითი არასდროს გვჭირდებოდა, – ამის შესახებ პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ვიკა ფილფანმა განაცხადა.

მისი თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს.

„ხალხი, რომელიც დღეს საუბრობს, რომ თურმე შესაძლებელია, არჩევნების გზით შეიცვალოს, მათ შორის, ავტორიტარული რეჟიმი, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინააღმდეგ კამპანიას ეწეოდა. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გუშინ თქვა, რომ ხელისუფლება შესაცვლელად არჩევნები ერთადერთი გზაა. სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელმაც არჩევნებს გაუწია დისკრედიტაცია და როგორც დემოკრატიული ცვლილების ხელსაწყო, დააკნინა. 30 წელია ამ ქვეყანაში ადამიანები შრომობენ, რომ არჩევნები გახდეს ქვეყნის პოლიტიკაში რეალურად მნიშვნელოვანი ნაწილი. არაერთი მილიონია დახარჯულ, რომ ხალხისთვის აგვეხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა. 30 წლის ნაშრომი, ამ ალიანსებმა და პარტიებმა წინასაარჩევნოდ 2025 წელს, წყალში ჩაყარეს. თავიანთ ამომრჩეველს, საქართველოს მოსახლეობას უთხრეს, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, რაც სამწუხაროა. ყოველთვის ვამბობდით, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს ალტერნატივა არ აქვს. ამას არ სჭირდება მადიარობა. სჯობს თავი დაანებონ, „მე უფრო მაგარი მადიარი ვარ და მე უფრო მაგარი მადიარი ვიქნების“ ძახილს და პასუხისმგებლობა აიღონ იმაზე, რომ დისკრედიტაცია გაუწიეს არჩევნებს. ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოასწორონ, სულ მცირე, ბოდიშის მოხდით და არა იმით, რომ კრიტიკას თავის მსხვერპლად წარმოჩწნით პასუხობენ“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.

მისი თქმით, როდესაც გადაწყვიტეს ახალი გეგმების დასახვა და განხორციელება, ამას 4 ოქტომბერი მოჰყვა.

„შესაბამისად, არ ვიცი, აქვთ თუ არა რესური, რომ რაიმე ახალი შესთავაზონ ქართველ ხალხს. არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებას სჭირდება შრომა, მოთმინება, კონტრუქციულობა და ქართველი ხალხის ინტერესების გატარება. ბოიკოტი ვერ დაეხმარება ვერაფერს და ვერანაირ პოლიტიკურ პროცესს. აქედან გამომდინარე, უცებ, სწრაფად დაგეგმვით, ერთი თარიღით, რევოლუციური სცენარებით არ გამოდის ხელისუფლების ცვლილება. ამიტომ არჩევნები არის ერთადერთი გზა, რასაც ბევრი მათგანი ახლა მიხვდა, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი“, – განაცხადა ვიკა ფილფანმა.