„მდგომარეობა მძიმეა! ქალი თბილისში გადმოიყვანეს...“ - ახალი დეტალები ხაშურის ტრაგედიაზე
1749239924
„ზურაბიშვილი მარიონეტია, კონსტიტუციას არღვევს პირდაპირ, რა შუაშია პრეზიდენტი, რომელიც არის ზეპარტიული კონსტიტუციური და რა შუაშია ოპოზიციური პარტიების დაბარება, მერე თქმა იმისი, გაერთიანდებიან თუ არა და ესენიც თავჩაქინდრული ამბობენ რომ მივალთო...“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩვენ ხომ გვახსოვს, ქართველ ხალხს, ხომ მეხსიერება კარგი აქვს. რას ამბობდა ხაზარაძე გახარიაზე რომ ის არის კრემლის აგენტი, რომ ის არის კრიმინალური აზროვნების მქონე, გახარია ამბობდა, რომ ის არის თაღლითი. საერთოდ ხაზარაძეს აქვს ფენომენალური უნარი ნეგატიური ადამიანების მიწეპების“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.