VIDEO: „წერილს, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ დაფინანსების არ მიღებაზე, ვადასტურებ, რომ ეს ბარიერგადალახული პარტიებიდან მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ, ვისურვებდი, რომ იგივე შინაარსის წერილი გაეგზავნა ყველას...“ - გიორგი კირთაძე

გიორგი კირთაძე

„წერილს, რომელიც ჩვენ გავაგზავნეთ დაფინანსების არ მიღებაზე, ვადასტურებ, რომ ეს ბარიერგადალახული პარტიებიდან მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ, ვისურვებდი, რომ იგივე შინაარსის წერილი გაეგზავნა ყველას, ვფიქრობ მორალური უპირატესობა კიდევ უფრო იქნებოდა შენარჩუნებული...“, - ამის შესახებ „ცვლილებებისთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის, რომ პარლამენტის არ აღიარების ნაწილში გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო ე.წ ბარიერგადალახული პარტიების პოზიცია... მეტი მორალური უპირატესობისთვის მიმაჩნია, რომ სწორი საქციელი იქნებოდა სხვა  პოლიტიკურ პარტიებსაც ანალოგიური წერილებით მიემართა ცენტრალური  საარჩევნო კომისიისთვის“, - განაცხადა გიორგი კირთაძემ.