VIDEO: თან მაქვს წამოღებული ეუთო/ოდირის, NMO, NDI, IRI და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სადაც ცალსახად წერია, რომ არჩევნების ტექნიკურად ადმინისტრირების ხარისხი იყო პროფესიულ დონეზე განხორციელებული და ეს ყველა დასკვნაში უპირობოდ, ამ დასკვნით და შინაარსით არის წარმოდგენილი - გიორგი კალანდარიშვილი

გიორგი კალანდარიშვილი

„მე, თან მაქვს წამოღებული ეუთო/ოდირის, NMO, NDI, IRI და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სადაც ცალსახად წერია, რომ არჩევნების ტექნიკურად ადმინისტრირების ხარისხი იყო პროფესიულ დონეზე განხორციელებული და ეს ყველა დასკვნაში უპირობოდ, ამ დასკვნით და შინაარსით არის წარმოდგენილი…”, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„მე, თან მაქვს წამოღებული ეუთო/ოდირის, NMO, NDI, IRI და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები, სადაც ცალსახად წერია, რომ არჩევნების ტექნიკურად ადმინისტრირების ხარისხი იყო პროფესიულ დონეზე განხორციელებული და ეს ყველა დასკვნაში უპირობოდ, ამ დასკვნით და შინაარსით არის წარმოდგენილი. მიუხედავად ასევე, ამ დასკვნებში აღნიშნული იმ ხარვეზებისა თუ წუხილებისა, რომლებიც შესაბამისმა ორგანიზაციებმა დააფიქსირეს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ის ზღვა სამუშაო, რომელიც თითქმის ორი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. მათ შორის, ასევე ხაზგასმული არის საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიები. ზუსტად ვფიქრობ, შედეგი იმასა, რომ კენჭისყრის დღე ნამდვილად მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარდა და მიმღებლობა ამომრჩევლების იყო ტექნოლოგიებთან მიმართებაში ძალიან მაღალი, განპირობებული არის იმ საინფორმაციო კამპანიებით და მისი შედეგებით“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.