VIDEO: საქართველოს ხელისუფლებას უარი უნდა ეთქვა რაღაც კანონებზე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არის ხელისუფლება, მას აქვს გარკვეული ინფორმაციები რაზე დაყრდნობითაც იღებს ამა თუ იმ კანონს - კობა ლიკლიკაძე

კობა ლიკლიკაძე

„მე არ მიყვარს პოზიციების შეცვლა, რამდენიმე თვის წინ ვამბობდი, რომ საქართველოს ხელისუფლებას უარი უნდა ეთქვა რაღაც კანონებზე, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არის ხელისუფლება, მას აქვს გარკვეული ინფორმაციები რაზე დაყრდნობითაც იღებს ამა თუ იმ კანონს...“, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მედიის და საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორმა, ჟურნალისტმა, კობა ლიკლიკაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.