VIDEO: საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელი გამიჯვნოდა ძალადობას, საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელს დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელი გამიჯვნოდა ძალადობას, საკმარისი დრო იყო, რომ ბრიუსელს დაეგმო პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი “,  -  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„მათ ეს არ გააკეთეს და ფაქტია, რომ  არ გააკეთეს განზრახ, ვინაიდან ეს არ დაგმობა არის მოწონება და წახალისება შემდგომი ძალადობის. ასე უნდა გავიგოთ ეს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ჩვენ, ქართველებმა ამ რეალობას უნდა შევხედოთ და ისე მივიღოთ, რომ დღეს ბრიუსელის სხვადასხვა სტურქტურები საქართველოში ძალადობას ახალისებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.