1736436650
VIDEO: საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი ამ არჩევნებს აღიარებს... - სანდრო რაქვიაშვილი
„საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხი ამ არჩევნებს აღიარებს...“ - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„თუ ამ ხალხმა აღიარა არჩევნები, თუ ოპოზიციამ აღიარა არჩევნები, მიტინგი არ შეიკრიბა, ისინი ფულს იღებენ, ვიღაცა პარლამენტში შედის, მე ვინ ვარ ვთქვა, რომ არ ვაღიარო. მე ხომ საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის ნება უნდა ვაღიარო...ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ემზადებიან პარლამენტში შესასვლელად, თან მე არ შემიძლია დავივიწყო, ის რაც გამოვლილი მაქვს 2020-ში, როცა მე ვიცი, რომ ყველა კულუარულ შეხვედრაზე საუბარი მიდიოდა როგორ უნდა შევიდნენ პარლამენტში, ბიუჯეტიდან დაფინანსება მხოლოდ ჩვენ და ალეკო ელისაშვილმა არ ავიღეთ და ამიტომ არ მჯერა მათი გამოსვლების...“ - განაცხადა რაქვიაშვილმა.