1746007492
VIDEO: „ოქტომბერში ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიღებს მონაწილეობას... ამასთან დაკავშირებით ყველაზე პირველმა მზაობა გიორგი გახარიამ განაცხადა...“ - ეკა სეფაშვილი

„ოქტომბერში ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მიიღებს მონაწილეობას ამ არჩევნებში იმიტომ, რომ როგორც ჩანს, დირექტივა უკვე მიუვიდათ და დაიწყეს მზადება. პირველი, ამასთან დაკავშირებით ყველაზე პირველმა მზაობა გიორგი გახარიამ განაცხადა...“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიც დაიწყებენ მზადებას უფრო და უფრო აქტიურად არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთან", - განაცხადა სეფაშვილმა.