VIDEO: მწვავე დაპირისპირება პირდაპირ ეთერში - „ეს სიმყრალე გამოაგორეს“

ჩერგოლეიშვილი და კილაძე

გადაცემა „რეაქციაში“ თამარ ჩერგოლეიშვილი და ელისო კილაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ჩერგოლეიშვილმა კილაძეს მატყუარა უწოდა. 

„რეპუტაციას, განსაკუთრებით დემოკრატიულ ქვეყნებში აქვს ფასი. სიტყვას აქვს ფასი. გიგა ვინმეს ხელს რომ ართმევდა, ის სიტყვები უკან არ მიჰქონდა, განსხვავებით სააკაშვილისგან. პატიოსენებას აქვს დიდი მნიშვნელობა. ეს თქვენ გგონიათ რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. გიგა ბოკერიას ნებისმიერ დროს შეეძლო თავის პარტიაში მანდატი ჰქონოდა“,- მიმართა ჩერგოლეიშვილმა კილაძეს. 

-გქონდათ მანდატი და არ შეხვედით?

- კი. ელენე ხოშტარიას ჰქონდა.

- სხვა რამეს ვამბობ...

-ტყუილებს ისვრი... მე სიმართლეს ვამბობ, შენ ტყუილებს ამბობ, შენი სიმართლეებით იარე, ელისო,- მიმართა ჩერგოლეიშვილმა კილაძეს. რაზეც ელისო კილაძემ უპასუხა: „მე სულ სხვა კითხვა დაგისვი და ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის„ ყველა ლიდერი არის ან დევნილობაში, ან ციხეში შენი ქმრის გარდა...“

- შენ ლაპარაკობ უნდობლობაზე, ელისო? გაქცეულია ბიძინა? ატყუებ ხალხს...

- სააკაშვილსაც კარგად ემსახურებოდით და დარბეული მიტინგის მერე, 26 მაისსაც კარგად გარბოდი, რომ აღლუმზე ყოფილიყავი და საერთოდ, გირგვლიანი, ძალიან დიდი ბოდიში, შენი ქმრის კისერზეა და არა მურუსიძის! რადგან კანონები შეუცვალა, გასაქანი აღარ მისცა. სტენოგრამა მაქვს გამოქვეყნებული. ერთი თვის მანაძილზე კანონები გიგას ინიციატივით შეიცვალა,- მიმართა ელისო კილაძემ ჩერგოლეიშვილს.

 

მოგვიანებით, თოქშოუში მწვავე დაპირისპირებას თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„პოლიტიკური პროცესის სეფსისზე ვსაუბრობდი და მაგალითიც აქაა “ ჩვენი ასავალდასავალი გვჭირდება, თეთრი ხელთათმანებით საქმე არ გამოდის”! და აი ეს სიმყრალე გამოაგორეს - ამ ნაგავს მოაწამვლინეს ნახევარნაბიჯა ტყუილებით პოლიტიკური პროცესი. ბიძინას ამარცხებდნენ ასე", - წერს ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

თავის მხრივ, ჩერგოლეიშვილთან დაპირისპირებას გამოეხმაურა ელისო კილაძე.

„შენ რეიტინგი არ გაქვსო,ამას მეუბნება ქალი,რომლის ქმარსაც ნეგატივის გამო,ყველა არჩევნების წინ ეკრანებიდან ხსნიდნენ,რამე გამოლოცვა მასწავლეთ,ჩერგოს წყევლისგან რომ დამიცვას“,- დაწერა ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში.