VIDEO: მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცენ ყველა კითხვას პასუხი და ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„მნიშვნელოვანია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცენ ყველა კითხვას პასუხი და ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას...“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მე ამ მხრივ გამიჭირდება დეტალების შეფასება, ვინაიდან ეს ზოგადად კომპლექსური საკითხია — სხვადასხვა პირთან ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. ერთ-ერთი მასშტაბური ღონისძიება ჩატარდა რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე ათეული, მათ შორის ასეული სამართალდამცავის მონაწილეობით. ამიტომ მნიშვნელოვანია, ვადროვოთ სამართალდამცავ უწყებებს,“ — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.