მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაინიშნა
1743575237
„მინდა, ქალბატონ ნათია თურნავას მადლობა გადავუხადო ძალიან ნაყოფიერი ვიზიტისთვის, ფაქტობრივად გაიხსნება სივრცე ჩინური ინვესტიციებისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის მერე, ფაქტობრივად გაუქმდა უვიზო მიმოსვლა და ეკონომიკური თანამშრომლობა იზრდება, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს ბანკებთან თანამშრომლობა...“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო ბოჟაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„ჩვენი მთავარი სიმდიდრე არის გეოგრაფიული მდგომარეობა. მიწა-წყალი უფალმა გვიბოძა და რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლი და ცრემლით აქამდე მოიტანეს. რაც უფრო მეტი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესი იქნება, იქნება მეტი უსაფრთხოება. არამარტო სამუშაო ადგილები, არამარტო იაფი ფული ან წინსვლა ეკონომიკაში, შემოსავალი და განვითარება, არამედ უსაფრთხოება“ - განაცხადა ბოჟაძემ.