1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მაშინ გიორგი გახარიამ იგულისხმა, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ შევხედავთ დღეს, რამდენად დასუსტებულია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარად შესრულებულ მისიადაც უნდა ჩაითვალოს - ამის შესახებ, პარტია ,,გახარია საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშენიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„მაშინ გიორგი გახარიამ იგულისხმა, რომ ქართველი ხალხი დაასრულებს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ შევხედავთ დღეს რამდენად დასუსტებულია „ნაციონალური მოძრაობა“ ერთგვარად შესრულებულ მისიადაც უნდა ჩაითვალოს. რაც შეეხება დღეს იქ დგომას, ბუნებრივია დღეს, სრულიად სხვა კონტექსტია. ამ აქციების უშუალოდ ორგანიზებაში ჩვენ ჩართული არ ვართ, როდესაც ჩვენ იქ ვღებულობთ მონაწილეობას, ჩვენ იქ ვდგავართ არა ამ პოლიტიკური პარტიების გვერდით, არამედ ჩვენი ამომრჩევლების გვერდით და ყოველთვის ვიდგებით ნებისმიერ ფორმატში“ - განაცხადა გიორგი შარაშენიძემ.