VIDEO: "მაშინ დასავლეთს ეჭვები ჰქონდა, რომ საქართველო უპასუხისმგებლო ნაბიჯს გადადგამდა - გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნაზე

png

აჭარის ტელევიზიაში ვახო ხუზმიაშვილის "თავისუფალ სივრცეში"  რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების მოხსნაზე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე საუბრობს და ამბობს, რომ მაშინ (2008) დასავლეთს ეჭვები ჰქონდა - საქართველო უპასუხისმგებლო ნაბიჯს გადადგამდა. 

" მაშინ ვიზების მოხსნა რუსეთის მოქალაქეებისთვის იყო განპირობებული იმიტომ, რომ დასავლეთ მოკავშირეებს ეჭვები ჰქონდათ, რომ შეიძლება საქართველომ უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგას რევანშის სახითო. 

ვფიქრობ, მთლიანად არ უნდა გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მაგრამ ერთი წლიდან ერთ ან სამ თვემდე უნდა შევამციროთ მათთვის საქართველოში კანონიერად ყოფნის უფლება." - ამბობს გრიგოლ ვაშაძე.