1747676647
VIDEO: ,,ხელოვანი არ უნდა იყოს ვინმეს გუნდრუკის მკმეველი... ეს უნდა დავასრულოთ" - თეონა დოლენჯაშვილი

,,ვფიქრობ, ხელოვანი ადამიანი უნდა იყოს მუდმივად ოპოზიციაში, ის უნდა იყოს ერთგვარი მაკონტროლებელი ხელისუფლების და არ უნდა იყოს ვინმეს გუნდრუკის მკმეველი", - ამის შესახებ მწერალმა თეონა დოლენჯაშვილმა გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
,,ზოგადად, წითელი ინტელიგენცია, კარის ინტელიგენცია, ეს უნდა დავასრულოთ. არ უნდა არსებობდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციონერი ხელოვანები. ამას მოაქვს ყველაზე მახინჯი პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში." - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.