VIDEO: „გიგა ბოკერიას ნათქვამი მე ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი“ - გრიგოლ ვაშაძე

ბოკერია

„კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდით გიგა ბოკერიას მხრიდან - თქვენ თქვით, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ გექნებათ ამ შემთხვევაში პრეტენზია საგარეო კურსთან დაკავშირებით. რა გულისხმობდით? “, - ამ კითხვით გადაცემა „თავისუფალი სივრცის“  წამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა, გრიგოლ ვაშაძეს მიმართა:

„გიგა ბოკერიას ნათქვამი მე ისე მაინტერესებს, როგორც გუშინწინ დამდნარი თოვლი. ამ ხელისუფლებამ გადადგა ძალიან სწორი ნაბიჯი, როგორსაც გადადგამდა ყველა პატრიოტული ხელისუფლება. რაც გაკეთებულია უნდა ვთქვათ და ოპოზიცია უფრო ფართოა, ვიდრე ერთპროცენტიანი პარტიის წარმომადგენელი " -  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალი სივრცეში“.