პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინელი დეპუტატი ლიზა იასკო, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან საერთო შვილი ჰყავს, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვას აქვეყნებს.
იასკო მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს.
“უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით. პირადად გამიჭირდა ამის გადატანა. ამ დადგენილებით ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ერთიანობა, რომ ყველა მიისწრაფვის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. ამ მიმართვით ჩვენ ასევე ვცდილობთ, უცხო ქვეყნების პარლამენტარებს ვაცნობოთ შექმნილი ვითარების შესახებ, რათა მათ გამოიყენონ ყველა შესაძლო დიპლომატიური საშუალება მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული აქტისა და შეწყალების შესასრულებლად და შესაბამისი მკურნალობისთვის უკრაინაში ან საზღვარგარეთ გაგზავნისთვის. ასეთ რთულ დროს, ჩვენ, უკრაინელები არ უნდა დავდგეთ განზე, არამედ, ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნათელი მომავლისთვის, თავისუფლებაში“, - ამბობს ლიზა იასკო.
საქართველოში შემოსვლამდე ყოფილი პრეზიდენტი საბერძნეთში სანდრა რულოვსთან და ვაჟებთან ერთად ისვენებდა, თუმცა რამდენიმე დღეში ლიზა იასკოსთან ერთად ჩაწერილი ვიდეო მიმართვით მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას აცნობა, რომ მისი ახალი რჩეული სწორედ უკრაინელი დეპუტატია.
“უკრაინა ჩემი პატარა ქალიშვილი ჟასმინია, რომლის ნახვისა და ხელში აყვანის საშუალება ჯერ არ მქონია “, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა 5 ივლისს გამოქვეყნებულ წერილში, რითაც დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლიზა იასკოსგან ქალიშვილი შეეძინა.
უკვე ექვს ივლისს კი, ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტში სააკაშვილმა დაწერა, რომ მისი პირადი ცხოვრება მთლიანად მომღერალ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება, რომელთანაც ექსპრეზიდენტს ასევე ერთი ქალიშვილი ჰყავს.
„ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა, თუმცა მოგვიანებით პოსტი სოციალური ქსელიდან წაიშალა.
ასევე ნახეთ:
შუახევში, დათვი 3 ადამიანს თავს დაესხა, მათ შორის ერთი ბავშვია
VIDEO: „რა გიშველო“ - ნინი ქარსელაძე მარიკუნა მიქატაძის კადრებს აქვეყნებს