სააკაშვილი ლიზა იასკოს დაშორდა - "ჩემი პირადი ცხოვრება უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს"

მიშა სოფო და ლიზა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში, მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით წერს და განმარტავს, რომ მისი აწმყოც და მომავალიც, მხოლოდ სოფო ნიჟარაძეს უკავშირდება.

,,ყველანაირი ბინძური ჭორის გასაფანტად, ჩემი პირადი ცხოვრება ახლა და მომავალშიც, მთლიანად უკავშირდება სოფოს და იმ დიდ სიყვარულს, რომელიც გვაკავშირებს მე, მას და ალისას", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის, სააკაშვილთან უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს რომანის შესახებ ინფორმაცია 2020 წლის შემოდგომაზე გავრცელდა. ისინი დიდხანს მალავდნენ ამ ამბავს, თუმცა, წყვილმა ურთიერთობა სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაასაჯაროვა.

მიმდინარე წლის თებერვალში კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიზა იასკომ სააკაშვილთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა.

ასევე ნახეთ:

👉 VIDEO: თუ ფიქრობთ, რომ ჯადო გაქვთ, ან გიჭირთ წარმატების მიღწევა, შეასრულეთ ეს რიტუალი... - ნახეთ ექსტრასენსის ვიდეო

👉 „აფრინდა, დედი, ჩემი რეისი, სულ რამდენიმე საათი და ჩაგეხუტები“ - ავარიაში დაღუპული ბიჭის დედა

👉 „ღმერთო, გვაპოვნინე ცოცხალი“ - ბათუმში 16 წლის ბიჭს ეძებენ