VIDEO: „ჭორიკანაა იაგო ხვიჩია...“ - დავით ნებიერიძე

დავით ნებიერიძე,

„ჭორიკანაა იაგო ხვიჩია...“, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წევრმა, დავით ნებიერიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. მისი თქმით,  რთულია სულელურ განცხადებებზე სერიოზული კომენტარების გაკეთება.

„იაგო იქნება თუ ვინმე სხვა, როდესაც ამბობს ან ეჭვქვეშ აყენებს რომელიმე ოპოზიციური პარტიის დაფინანსების წყაროს ლეგიტიმაციას, მაშინ კეთილი უნდა ინებოს, ან თავად დაასახელოს რა არალეგიტიმური წყაროდან იღებს ესა თუ ის პარტია დაფინანსებას, ან დაელოდოს აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში იაგო ხვიჩიას ამდაგვარი განცხადებები არის ჩვეულებრივი ჭორიკნობა...“ -  განაცხადა ნებიერიძემ.