VIDEO: ჩერგოლეიშვილის რეაქცია, როცა ნონა მამულაშვილი აქციაზე სააკაშვილის მხარდასაჭერ კომენტარს აკეთებდა

თამარ ჩერგოლეიშვილი

გუშინ, პარლამენტის შენობის წინ, აქცია „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად" გაიმართა, რომლის ორგანიზატორები პარტია  „ევროპული საქართველო”, „ტაბულა“, „თავისუფლების ინსტიტუტი“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ იყვნენ.

აქციაზე მივიდნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. მათ შორის ნონა მამულაშვილი, რომელიც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნის ბანერით იმყოფებოდა. რაზეც თამარ ჩერგოლეიშვილი გაღიზიანდა და მამულაშვილს შეახსენა, რომ ეს სულ სხვა აქცია იყო და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან კავშირი არ ჰქონდა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ჩერგოლეიშვილი მაშინ მივიდა მამულაშვილთან, როცა ის ჟურნალისტთან კომენტარს აკეთებდა და განუმარტა, რომ ეს სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია არ იყო.