1762805268
VIDEO: „ასეთივე წარმატებით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილია რუსული სცენარი“ - სევდია უგრეხელიძე
„მე კი მგონია, რომ საერთოდ სალომე ზურაბიშვილია რუსული სცენარი“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.
„მე კი მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილია რუსული სცენარი, ლავროვი არის მისი მისაბაძი დიპლომატი. ასე ლაპარაკი არ შეიძლება. მე კი არ მჯერა რასაც ვამბობ, რომ ის რუსული სცენარია. მე ვამბობ, რომ ასეთივე წარმატებით, უსინდისოდ თქვა... ხომ არ იქნება სწორი ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი რუსული სცენარია. მე ვამბობ, რომ ისეთივე წყალწყალა და უსაფუძვლოს იქნება, მე რომ ეს განვაცხადო, როგორც ის აცხადებს“, - განაცხადა უგრეხელიძემ.










