VIDEO: „ასეთი პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებისთვის ძალიან უცხოა“ - რა მოლოდინი აქვს ევროკავშირიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს

ეკა

ვახო ხუზმიაშვილის გადაცემას „თავისუფალი სივრცე“, „ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა წამალაშვილი სტუმრობდა. წამყვანის კითხვაზე, რას ფიქრობს და რა მოლოდინი აქვს ევროკავშირიდან, ეკა პასუხობს: 

„ძალიან ძნელია მოლოდინებზე საუბარი, ჩემი დიდი სურვილია, რომ რაღაცნაირად წავიწიოთ წინ, თუმცა ამისთვის უნდა იყოს შექმნილი პირობები. ამ ხელისუფლების პირობებში, როდესაც რეჟიმი დგას პოლიტიკურ დევნაზე და ციხეში აწამებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ასეთი პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებისთვის ძალიან უცხოა“,- ამბობს ეკა. 

ეკა წამალაშვილი, ასევე გამოეხმაურა ერეკლე მეორის თემას და სოლიდარობა გამოუცხადა დავით ბერძენიშვილს.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და მხარდაჭერა დავით ბერძენიშვილს, ხათუნა სამნიძეს და ჩემი ხმა შევუერთო იმ ადამიანების მოთხოვნას, რომელსაც აშინებთ ევროპისგან დაშორება“,- ამბობს ეკა წამალაშვილი. 

ნახეთ ვიდეო: