VIDEO: „80000 და 100000 ადამიანი, რომ მოდის აქციაზე და საათნახევარში აქციას შლი, მერე რატომ ელოდებით რომ მესამე აქციაზე 500-ზე მეტი კაცი მოვა?!...“ - თაკო ჩარკვიანი

ჩარკვიანი

ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი გამოვიდა არჩევნების მესამე დღეს - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

„ხომ იცით, რომ 60 ათასი -50 ათასი, რომ მოდის რუსთაველზე ვერ გარბევს ხელისუფლება. ბატონებო, რომ მოვა 60 ათასი და 80 ათასი ადამიანი და სახლში, რომ უშვებ ორჯერ და მერე რომ ხუთასი და ათასი კაცი მოვა, რომ იხვეწებით,  უნდა დადგე. მშვიდობიანი გეგმა ასჯერ დავდე. ხათუნა ლაგაზიძემ ცალკე გეგმა მიაწოდა. ჩემი გეგმა თქვენთან რამდენჯერ მითქვამს ეთერში... 80000 და 100000 ადამიანი, რომ მოდის აქციაზე და საათნახევარში აქციას შლი, მერე რატომ ელოდებით რომ მესამე აქციაზე 500-ზე მეტი კაცი მოვა?!..."
 “, - განაცხადა ჩარკვიანმა.