VIDEO: 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებზე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მანდატებთა სიებს ხსნიდნენ და მერე არ ჩახსნეს, სიების აღდგენა მოითხოვეს და ყველა იღებდა დაფინანსებას, ჩვენ არ ვიყავით მარტო და ალეკო ელისაშვილი - რაქვიაშვილი

სანდრო რაქვიაშვილი

ჩვენ გვახსოვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებზე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მანდატებთა სიებს ხსნიდნენ და მერე არ ჩახსნეს, სიების აღდგენა მოითხოვეს და ყველა იღებდა დაფინანსებას, ჩვენ არ ვიყავით მარტო და ალეკო ელისაშვილი - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„დაფინანსება პირდაპირ მიბმულია შედეგებზე და შენ თუ ამ დაფინანსებას იღებ, მაშინ ე.ი აღიარებ შედეგებს... ჩვენ გვახსოვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენებზე, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები მანდატებთა სიებს ხსნიდნენ და მერე არ ჩახსნეს, სიების აღდგენა მოითხოვეს და ყველა იღებდა დაფინანსებას, ჩვენ არ ვიყავით მარტო და ალეკო ელისაშვილი...შეიძლება ამომრჩეველმა არ იცოდეს საბიუჯეტო დაფინანსების დეტალები, მაგრამ ხომ გასაგებია შენ, როცა გულწრფელი ხარ შენს მოთხოვნებში ამას ასხივებ თავისი ქმედებებით“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, არავის დაუმტკიცებია ის, რომ „ქართულ ოცნებას“ პრინციპულად სხვა რაოდენობა ხმები ჰქონდა,

„მე ზუსტად ვიცი, რომ ვერ ავიღე იმდენი ხმა, რომ ბარიერი გადამელახა, როგორც მინიმუმ ეს ვიცი...“ - ამბობს რაქვიაშვილი.