პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ სოციალურ ქსელში 26 აგვისტოს ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ენმ-ის მხარდამჭერი ლელოს“ ერთ-ერთ წარმომადგენელს, მამუკა ხაზარაძეს ინტერვიუს მიცემის შესაძლებლობას არ აძლევდა:
„ჯერ კადრში ეჭრებოდა მამუკა ხაზარაძეს და შემდეგ მის მეუღლეს ბრალი დასდო პლაკატის დახევაში. შემდეგ ეს ამბავი დაიხვია და შეცდომაში შეიყვანა ძალიან ბევრი ადამიანი და აიყოლია პარტნიორი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში. ვიდეოში ჩანს რომ ჯერ არანაირი პლაკატი არაა დახეული და იგი უკვე ფიზიკურ აგრესიაზეა გადასული! არადა, ხალხს აჯერებდა რომ მისი აღშფოთება პლაკატის დახევამ განაპირობა!
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ასე უვარდებოდა კადრში თითქმის შემდეგი 15 წუთის განმავლობაში. ვიდეოკადრებში ჩანს კიდეც, რა ვითარებაში, შემთხვევით როგორც გაეხა მას ეს პლაკატი. ისედაც სრულიად წარმოუდგენელია, რომ ეს პლაკატი დაეხია მამუკა ხაზარაძის მეუღლეს“, - აღნიშნა საკუთარ ფეისბუკგვერდზე ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას ფეისბუკპოსტს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა:
„ბიძინას ტაშისმკვრელები, უბრალოდ მას და „ოცნებასაც“ ვეღარ ვიტანთ, თორემ „ნაცების“ ამომრჩევლები არასდროს გავხდებით,“ - პასუხობს მელიას ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებელი მანანა სულაბერიძე.
„მესმის, ვერავინ გაგამტყუნებთ“, - უპასუხა ნიკა მელიამ, რაზედაც მანანა სულაბერიძემ უპასუხა, რომ მათ „ნაცების“ არ სჯერათ და მათი რევანშისტული გამოსვლების ეშინიათ.
„ვინ უნდა გამამტყუნოს, ნახევარი კლასი დამიჭირეთ, დამიინვალიდეთ. პირდაპირ დავწერ. არ გვჯერა, გვეშინია თქვენი რევანშისტული გამოსვლების. არ იშლით. მხოლოდ კოალიციური პარლამენტი და მთავრობა. ბატონ ანზორს ჩემი პატივისცემა“, - უპასუხა მანანა სულაბერიძემ.