ქვეყანაში მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება
1773345198
კოორდინაციას გავუწევთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას. ყველა საკუთარ წინადადებას წარმოადგენს. უკრაინაში ომი გრძელდება და აგრესიის საწინააღმდეგოდ უკრაინას სულ უფრო მეტი დახმარება სჭირდება. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება.
„ეს ომი არის სასტიკი, რუსეთი განაგრძობს შეტევას სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დიდი მსხვერპლით. სამწუხაროდ, არ არის არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი ომის დასრულებას აპირებდეს. ჩვენ ვიცით რამხელა ზეწოლის ქვეშაა მოლდოვა რუსეთიდან. თქვენ იცით, რომ მოლდოვა უმასპინძლებს პოლიტიკურ დისკუსიას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შესახებ და ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ვაჩვენოთ ყველას მოლდოვას მიმართ ჩვენი მხარდაჭერა რუსეთიდან მომდინარე ზეწოლის დროს. საქართველო და მდგომარეობა სამხრეთ კავკასიაში - დღეს მოგვიანებით ამ თემასაც განვიხილავთ“, - განაცხადა ბორელმა.
ქვეყანაში მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდება
1773345198
დასახელდა მარტის თვის ფავორიტი ნიშნები
1773345438
13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773343369