ვარლამ ლიპარტელიანი: დარწმუნებული ვარ, 26 იქნება გამარჯვების დღე. საქართველო აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას

ვარლამ ლიპარტელიანი

დარწმუნებული ვარ, 26 იქნება, როგორც ჩვენმა პრემიერმა აღნიშნა, გამარჯვების დღე, იქნება წარმატების დღე, - განაცხადა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ სპორტსმენმა, „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატმა ვარლამ ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, ქართველი ხალხი ყოველთვის აირჩევს მშვიდობას და მშვიდობიან გზას.

„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია ის გზა, რასაც ჩვენ გავდივართ ახლა, კონკრეტულად ამ მომენტში. უმნიშვნელოვანესია „ქართული ოცნების“ მონაპოვარი, გრძელვადიანი მშვიდობა, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა.

რა თქმა უნდა, მეც ერთ-ერთი ადამიანი ვარ, რომელიც ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ემსახურება ეს გუნდი. რას ემსახურება ეს გუნდი - „ქართული ოცნების“ გუნდი ემსახურება იმ ყველაფერს, რაზეც საქართველო დგას, ჩვენს კულტურას, ჩვენს ტრადიციას, სიტყვის თავისუფლებას, ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას. ყველა მიმართულებით, ჩვენ თუ დავუკვირდებით და თუ სწორი თვალით შევხედავთ, სწორ ანალიზს გავაკეთებთ, ყველა მიმართულებით გვაქვს წარმატება.

აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ყველა ადამიანი, ვინც ღირსეულად, ვინც სწორად ფიქრობს, სწორად აზროვნებს, უნდა დადგეს იმ გუნდის გვერდით, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და ზუსტად ამან განაპირობა ჩემი იქ ყოფნა, სადაც დღეს ვარ. ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კამპანია და პირდაპირ გეტყვით, რომ ყველა ადამიანი მოწოდებულია მშვიდობისკენ, ყველა ადამიანი მოწოდებულია იმისკენ, რომ გაგრძელდეს იმ გუნდის საქმიანობა, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, გამომდინარე იქიდან, რომ ვხედავთ მორე მხარეს თუ რამხელა წნეხია. თუნდაც, ევროპიდან, თუნდაც გარე მტრებიდან და ვფიქრობ, ადამიანები ამას აცნობიერებენ. მით უმეტეს, ქართველი ადამიანი არ არის მიჩვეული მონობას, არ არის მიჩვეული ვიღაცისგან მითითებებს. დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გავაკეთებთ თითოეული ჩვენგანი, სწორ არჩევანს გააკეთებს საქართველოს ყველა მოქალაქე და დარწმუნებული ვარ, 26 იქნება, როგორც ჩვენმა პრემიერმა აღნიშნა, გამარჯვების დღე, იქნება წარმატების დღე და მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას, აუცილებლად იზეიმებს გამარჯვებას საქართველო.

ვფიქრობ, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივი იქნება ხვალ. არჩევანის გაკეთება ომსა და მშვიდობას შორის. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ყოველთვის აირჩევს მშვიდობას და მშვიდობიან გზას“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.