ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მდგომარეობა ამ არჩევნების წინ არის სავალალო და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მათი პოლიტიკის დამსახურება და მათი პატრონების კარნახის შედეგად მიღებული შედეგი

ქადაგიშვილი

ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მდგომარეობა ამ არჩევნების წინ არის სავალალო და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მათი პოლიტიკის დამსახურება და მათი პატრონების კარნახის შედეგად მიღებული შედეგი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.

„ელისაშვილს უნდა, დიდი სურვილი აქვს აქტიურად გამოხატავს. ელისაშვილთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მისი კანდიდატურის შემთხვევაში ის იქნება მოტივირებული, რომ მაქსიმალურად დესტრუქციული წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს.

რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ეს მზადყოფნა არ არის მხოლოდ პარტიული ინფრასტრუქტურის და საკადრო მზადყოფნა, ეს არის ის გაკეთებული საქმე, რომელიც მუნიციპალიტეტებში მუდმივად კეთდება და მუდმივად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვე რჩება. „ქართული ოცნება“ გამარჯვებისთვის ემზადება. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე უკონკურენტოა. რაც შეეხება ოპოზიციას - ლელო / გახარიას პარტიაში მერობის ერთ -ერთ კანდიდატად ალეკო ელისაშვილი განიხილება.