1732386875
„ვანო მერაბიშვილი კულისებიდან მართავდა პროცესს და ჩრდილოვანი მმართველობა ჩამოყალიბდა“ - დიმიტრი ბიძინაშვილი
„წარმიუდგენელია, ბიძინა ივანიშვილს ედავებოდე ჩრდილოვან მმართველობაზე და პარტიის შიგნითაც ასეთი მმართველობა ჩამოაყალიბო“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დიმიტრი ბიძინაშვილმა, გადაცემაში - „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“.
„ფაქტი არის ერთი, რომ მელიაზე გავლენის მოხდენა და მისი მოქმედებების წარმართვა ისე, როგორც მათ სურდათ, ისე ვერ მოხერხდა, პარტიაში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ, - კობა ნაყოფიასი, რაზედაც მელია რა თქმა უნდა, არ დათანხმდა. მის ადგილზე თავისი კადრის დანიშვნა სურდათ, რაც მელიასთვის და ჩვენთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა“. - თქვა მან.
„ვანო მერაბიშვილი კულისებიდან მართავდა პროცესს და ჩრდილოვანი მმართველობა ჩამოყალიბდა. ჩვენ პირიქით ვითხოვდით, რომ გამოსულიყო, ეთერებშიც მისულიყო და ჩართულიყო პროცესებში“. - განაცხადა დიტო ბიძინაშვილმა.