„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
"ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს ეფექტიანი და მოქნილი შრომის ბაზარი, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.
ბიზნესასოციაციის ეგიდით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კერძო სექტორმა, სადაც მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში, ასევე თანმდევ საკანონმდებლო და მარეგულირებელ ჩარჩოში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
"ბევრი მიმართულებით კანონმდებლობა დაიხვეწა, ფაქტობრივად, უფრო მეტად მორგებული გახდა, ერთი მხრივ, ბიზნეს ინტერესებზე და მის საჭიროებებზე, მეორე მხრივ, აღნიშნული კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს, მათ შორის, მიგრაციის ეფექტიან კონტროლს", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მნიშვნელოვანი უკუკავშირი შედგა ბიზნესსექტორის მხრიდან. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის, რომ მომავალშიც გამართოს მსგავსი ტიპის კონსულტაციები და შეხვედრები კერძო სექტორთან, მოისმინოს მათი მოსაზრებები და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განახორციელოს.