ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
ანალიტიკოსი, ვახტანგ თოფურია, ვაშინგტონში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძისა და მარკო რუბიოს მოადგილის, ენდრიუ ბეიკერის შეხვედრას, სოციალურ ქსელში აფასებს.
თოფურია, „პოლიტიკოზე” დაყრდნობით წერს, რომ ბეიკერი ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“ და ის აყალიბებს ჯეი დი ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას, ასევე, გავლენას ახდენს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე.
„აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ენდი ბეიკერი, რომელიც ნაკლებად არის ცნობილი აშშ-სა და რამდენიმე ევროპული დედაქალაქის გარეთ , ტრამპის ადმინისტრაციაში „რუხი კარდინალია“ . ის აყალიბებს ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსის საგარეო პოლიტიკურ აზროვნებას და გავლენას ახდენს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებაზე, განსაკუთრებით ევროპასთან დაკავშირებით. ის თავისუფლად ფლობს რუსულს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში.” - წერს თოფურია.