„კლინიკაში გული გაუჩერდა...“ - ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა
1734897289
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
„შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ჭოუ ციენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.