ვახტანგ ჩოჩია: ოპოზიციური პარტიების ლიდერების მხრიდან კვლავ გრძელდება ფაშისტური დამოკიდებულება - გირჩი ჯაფარიძე ხალხის დამუნათებას ცდილობს, ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, თქვენს მიმართ რეპრესიებს განვახორციელებთო

ვახტანგ ჩოჩია

 ოპოზიციური პარტიების, მათი ლიდერების მხრიდან კვლავ გრძელდება ფაშისტური დამოკიდებულებები, რომლითაც ისინი ცნობილები არიან. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის იმახსოვრებს ყველა ადამიანს, რომელიც აქციაზე არ გამოდის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა ვახტანგ ჩოჩიამ. მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, რამდენად თანხვედრაშია ჯაფარიძის ეს განცხადება იმ ევროპულ ღირებულებებთან, რომლისკენაც ვისწრაფვით.

„მე მაინტერესებს სამ მილიონზე მეტ ადამიანს როგორ იმახსოვრებს, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მათ დამუნათებას ცდილობს, რომ აი, ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვალთ, შემდეგ თქვენს მიმართ რეპრესიებს განვახორციელებთ. თავად ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად შეესაბამება მუქარები ევროპულ პრაქტიკას, რომლისკენაც ვისწრაფვით“, - აღნიშნა ჩოჩიამ.