1747034530
ვახტანგ ჩოჩია: დესტრუქციული ოპოზიციის ხულიგანმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ხულიგნური აქტი და ჩამოხიეს პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი ბანერი

დესტრუქციული ოპოზიციის ხულიგანმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს ხულიგნური აქტი და ჩამოხიეს პატრიოტული სულისკვეთების მატარებელი ბანერი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია თბილისის ცენტრში პლაკატის წარწერით „საქართველო აღარავის დაემონება“ დაზიანებას.
„ტენდენცია არსებობს, რომ გარე ძალების ინტერესები იყოს გატარებული საქართველოში და მათ მიერ ნაკარნახევი პოლიტიკით იყოს წარმართული საქართველოს ყოველდღიურობა, რასაც ცხადია მმართველი გუნდი უპირისპირდება. იმედს გამოვთქვამ, რომ გონს მოეგებიან ეს ახალგაზრდები მალე, მათ შორის ჩემი თანატოლები, და მიხვდებიან, რომ უმთავრესი ღირებულება, მათ შორის ევროპული ღირებულება, არის სუვერენიტეტის დაცვა, კრიტიკული აზროვნება და შენი ეროვნული ინტერესის შესაბამისად მოქმედება“, - განაცხადა ჩოჩიამ.
თბილისში, ბარათაშვილის ხიდზე გადმოკიდებული პლაკატი წარწერით „საქართველო აღარავის დაემონება“ ორმა ადამიანმა ბასრი საგნით დააზიანა.