ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყება მუშაობს ტრამპის მხარდამჭერ მიტინგზე თავდამსხმელის იდენტიფიცირებაზე ბიომეტრიული დადასტურების გზით, რადგან ეჭვმიტანილს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა თან არ ჰქონდა.
„ჩვენ ახლა ვუყურებთ ფოტოებს და ვცდილობთ, შევამოწმოთ მისი დნმ-ი და მივიღოთ ბიომეტრიული დადასტურება“, - აღნიშნა უწყების წარმომადგენელმა.
პენსილვანიაში, სადაც დონალდ ტრამპი მხარდამჭერებთან შეხვედრას მართავდა და მათ სიტყვით მიმართავდა, სროლა იყო.
დონალდ ტრამპის თქმით, ტყვიამ მას მარჯვენა ყურის ზედა ნაწილი გაუხვრიტა.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) აცხადებს, რომ სროლა, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიტინგზე მოხდა, ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო.