„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

აქცია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აქციაზე 11 მაისს უნდა მივიდეს ყველა ის პირი, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატად არ გამოსულა.

„11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ.