ოქრო ერთ დღეში 110 დოლარით გაძვირდა
1771700493
უცხოურ ინტერესებში სათაკილო არაფერია, როდესაც ის საქართველოს ინტერესებს ემთხვევა, - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესიდან გამომდინარე ხარჯავს სხვა ქვეყანაში ფულს.
"სინამდვილეში, 385 ორგანიზაცია იმიტომ დარეგისტრირდა, იცოდნენ, რომ თავისი დამკვეთის ინტერესს ატარებდნენ, ინტერესის გარეშე არავინ ხარჯავს ერთ თეთრსა და ერთ ცენტს.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მთავარ მისიაში წერია, რომ ის ემსახურება გერმანიის საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. ყველა ქვეყანა თავის ინტერესებს ატარებს, ყველა ქვეყანა თავისი ინტერესიდან გამომდინარე ხარჯავს სხვა ქვეყანაში ფულს. საქმე იმაშია, რომ მთავარი ამოცანა და გამოწვევა არის ის, რომ დამფინანსებლის ინტერესი უნდა ემთხვეოდეს შენი ქვეყნის ინტერესებს და ზუსტად ის 100 ორგანიზაცია იმიტომ არ დარეგისტრირდა, იცოდნენ, რომ მათი დამფინანსებლის ინტერესი და მათი ქვეყნის ინტერესი ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ამიტომაც მიიღეს მათ ეს მტკივნეულად. როდესაც იცი, რომ შენ აკეთებ იმას, რომელიც შენი ქვეყნის ინტერესებს არ ცდება, ამ მხრივ ხარ ძალიან ლაღად", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.